ჯავახაძე ვახტანგ
გაზიარება

ერთი სიტყვა ექსკლიუზივი

მე მახსოვს ძველი წლების სიკეთე,
მაგრამ ვემდური ზოგიერთ მათგანს,
რადგან ის ერთი ვერ მოვიხელთე -
სიტყვა, რომელიც ენაზე მადგას.
მინდა: ზარივით უცებ დარეკოს,
აჯობოს ყველა სათადარიგოს
და მერე ისე გამომესარჩლოს,
ერთი პატარა ძეგლიც ამიგოს.
2005

??????