ჯავახაძე ვახტანგ
გაზიარება

* * * თუმცა დიდი იმედი მაქვს ექსკლიუზივი

თუმცა დიდი იმედი მაქვს
გულის - ნაამაგარისა,
ხელი მაინც შემაშველე,
ხელი მაინც არ გამიშვა.
რომ არასდროს გამიჭირდეს,
როგორც ერთხელ გამიჭირდა,
არ დამტოვო,
არ მომშორდე,
არ მომშორდე ნაბიჯითაც.
როცა მტოვებ,
ზუზუნებენ
ბუკები და წინწილები,
და ხელს ისე მაგრად გიჭერ,
თითქოს წყალში ვიძირები...
გავექცევი მეგობრების
ვალებსა და  ანგარიშებს,
არაფერიც არ მომივა,
სანამ შენ ხელს არ გამიშვებ,
არც იმედი არ მექნება
ყავარჯნის და არგანისა,
ოღონდ ხელი შემაშველე,
ოღნდ ხელი არ გამიშვა.
1972

??????