ჯავახაძე ვახტანგ
გაზიარება

* * * ორი მეგობარი ექსკლიუზივი

ორი მეგობარი ერთმანეთს შორდება
ვერავინ გაიგო,
ვინ არი დამნაშავე,
ორი მეგობარი ერთმანეთს შორდება,
მძიმე საიდუმლოს არც ერთი არ ამჟღავნებს.
ორი მეგობარი ერთმანეთს შორდება,
ვერავინ შეარიგებს,
ვერავინ დააზავებს,
ორი მეგობარი ერთმანეთს შორდება,
ვინ არი, 
ვინ არი,
ვინ არი დამნაშავე?
მსაჯულო!
შენ უნდა მაღირსო შენდობა,
გული მოგანდე და სული მოგაბარე:
ორი მეგობარი ერთმანეთს შორდება, - 
მე ვარ მესამე მეგობარი!
1971

??????