ჯავახაძე ვახტანგ
გაზიარება

* * * დაქანცულს და დაფიქრებულს ექსკლიუზივი

დაქანცულს და დაფიქრებულს
ცამომძახეს ჩიტებმა:
შენს სატკივარს დღეში სამი 
სიხარული სჭირდება...
შევაგროვე
მთლი ჩემი ქონება და სიმდიდრე
და პირველი სიხარული
სისხლის ფასად ვიყიდე.
მერე ღმერთმა გადმომხედა
ზეცის გაბადონიდან
და მეორე სიხარული 
თავისთავად მოვიდა.
ახლა სხვაგან მელოდება
გული მონათესავე,
ვეძებ, 
მაგრამ ვერ ვიპოვე
სიხარული მესამე.
1973

??????