Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

აბესაძე (ზედვაკელი) გიო
გაზიარება

პოეტის შეშლა 

(ციკლიდან ,,რითმიდან გაქცეული ლექსები" )

დიდი ხანია,დავადგინე მარტის სტატუსი-
პოეტის შეშლა!
(კიდევ ერთი ჩემი მიგნება).
გთხოვ ფანჯარაზე დატოვებულ მწვანე კაქტუსებს
წყალი დაუსხით.
ალბათ, მოიწყინდით უჩემობით ,დეე.
აქაც არაფერი...სოფელია მყუდრო.
ძველი წიგნები: ვერლენი და დოდე...
დილაობით ჩიტებს ვუგდებ ყურს.
ბებო ბუხრიდან იღებს ხოლმე მჭადს
და რძეს მაძალებს.
ჰმ, კი არ მივირთმევ,არამედ ვჭამ და..
ამ საღამოს
მთაში მივდივართ,დეე,
მთაში ხეობაა ღიჭიანი,
ყორნებს სულელივით ვდევ.
იელს და თხილის კანს ვიღეჭები.
იცი,დაღლილი ვარ,
აქ დავრჩები.
ქალაქს ვეზიზღები მე.
მთები-ჩემი სახლის დარაჯები,
მთები შემიყვარდა, დეე.

რუებს მარტის ვნება აეშალათ,
ახლა შეშლილია დღეც.
და მე სხეულ-სხეულ დავიშალე,
და მე მაპატიე,დეე.

??????