ჯავახაძე ვახტანგ
გაზიარება

კაცია ადამიანი ექსკლიუზივი

არ დაელია ლუარსაბების
ქვეყანას პურის ჭამის საბაბი.
უცხოვრია თუ უარსებია  -
ყველა ქართველი ლუარსაბია.
მოხსნეს თამამი ანუ თავნება
ბანკების ბანკი რესტორანებმა.
ფიროსმანიან-წერეთელიან
კედლებში ხმები ვერ ეტევიან:
აკორდს დაეძებს გამა ამაოს:
- საქართველოო, გაამოს!
2008

??????