ჯავახაძე ვახტანგ
გაზიარება

არა და არა! ექსკლიუზივი

სამსართულიან სასახლეს
არ აშენებდა არავინ,
არ გაუმართავთ გარშემო
ხუთი მაღალი კარავი,
არც ორ წელიწად წკრილი
არ გაისმოდა ამწეთა,
არც ბულდოზერი -
თერთმეტი -
მთვრალივით არ ბარბაცებდა.
არ ხმაურობდა ეზოში
ავტომანქანა ცამეტი,
არ მოუზიდავთა
ას შვილი
ტონა ქვიშა და ცემენტი.
არ გაუხსნიათ
თორმეტი
სახელოსნო და დუქანი,
არ ჩამოსულა რაჭიდან
შვიდი რაჭველი დურგალი.
არავის მოუტანია
ფიცარი ათას ოთხასი,
არ ტრიალებდა თექვსმეტი
მღებავი ჩვიდმეტ ოთახში.
არ ჩაუყრიათ ეზოში
თვრამეტი ძირი ადესა,
არც ინგლისური ბულდოგი
მოუყვანია ნათესავს.
ვერ შენიშნავდით აივნის 
კუთხეში თერთმეტ იადონს,
ამ ორი ბარი სად იყო,
ან სამი საბილიარდო?!
არ ციმციმებდნენ ფოთლები 
პალმის და ფორთოხალისა,
არ გაუშლიათ დარბაზში
ხუთი ფინური მაგიდა,
არ გუგუნებდა სუფრული
ღირსეულ მოამაგეთა.
არ დაქანცულდა თოთხმეტი
მეზობელი და მსახური,
არ დალეულა ორ დღეში
ორასრვა ლიტრი კახური.
არც შარიშური ისმოდა
მწვანე ბაღთა და ბაღჩათა,
და არც სამსართულიანი
სასახლე 
არსად არ ჩანდა.
1973

??????