Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ჯავახაძე ვახტანგ
გაზიარება

* * * რაც უნდა იჩალიჩო ექსკლიუზივი

რაც უნდა იჩალიჩო, რაც უნდა იბობოქრო,
მაინც იელვებს თმებში თითო-ოროლა ვერცხლი;
დაისადგურებს სულში სიცივე გამთოშავი,
შორს, თანაგრძნობის ნიშნად,
მთა გამოჩნდება თეთრი;
გააჩახჩახებს წყვდიადს ანკარა იალბუზი,
აკრავს გუდა-ნაბადს დიდი ჩრდილების სპილო;
და თუკი მთვარემ ზეცა მოაშარავანდედა,
დაგესიზმრება ისევ შენზე უმცროსი მამა.
მერე გაკაწრავს სიზმარს უცნობი მეტეორი,
ერთი და მხოლოდ ერთი, ღმერთივით ერთადერთი.
აგიყოლიებს ცისა და მიწის საქანელა:
მალე, მალე და მალე! ჩქარა, ჩქარა და ჩქარა!
თუნდაც შეგიკრას გზები ათასმა არამზადამ,
ვერავინ დაგიჭერს და ვერავინ მოგერევა.
მოიცელება ყველა, როგორც კაცუნა ტირის,
და ამღერდები, როგორც თავისუფლება მღერის.
მოვლენ, ვისაც კი შენი ამბავი შეუტყვია,
რომ მოგახალონ ერთად ათი ათასი ვარდი.
1976

??????