აბესაძე (ზედვაკელი) გიო
გაზიარება

შემოდგომა.სოფელში... 

ნოტიო ჩალა დავაჩერგილე,
იყო დილა და ასე სამხრამდე
ვიშრომე...მერე, როგორც შერგილი-
სვანის ბრგე ბიჭი...სტვენით სახლამდე
ავყევი ტყემლებს...წაბლი აქა-იქ...
და როცა ეზოს კართან მივედი,
ქარი მოვიდა მთიდან ქაქანით
და წვიმამ თავი გამოიმეტა
ჟანგიან ციდან...იყო გვიანი.
სველი ხელებით ბებიაჩემი
ზელდა ცომს,(როგორც მოდილიანი)
რომელმაც ერთხელ ღმერთი მაჩვენა.
მე ვჭამდი.ბებომ იცოდა ასე,
და იცის ახლაც-რომ ვილუკმები,
ჩემი ყურება...საკუთარ თავზე,
როცა რაღაცა ახალს ვუყვები.
სულგანაბული ისმენს, თუ როგორ
მოვედე ქალაქს-თეთრი ხანძარი,
რომ შევიყვარე მე ერთი გოგო,
რომ გამირბის და თავს არ ვაძალებ.
რომ ჩემმა ლექსმა უკვე იღირა,
რომ საახალწლო ფიფქად მოვთოვე,
რომ ერთხელ ისე მაგრად ვიყვირე,
გაცვივდა ხეებს ბოლო ფოთოლი.
დაიდებს მერე მუხლებზე წიგნებს,
ბუხრის წინ ზის და ფურცლავს დილამდე.
რავიცი,მართლა გონია,იქნებ,
რომ სამოთხეში დავიბინადრე.

??????