არაბული თემო
გაზიარება

პაპი  

ურცხვმა დროებამ დაგიკოჟრა პაპი ხელები
ჯოხს დაჩვეული აჰყვები და ჩაჰყვები ფარას,
სუნთქავ მაგ მთებით,კლდეებით და ცივი ხევებით
მოზამთრდება და ჩამოუვლი ნაცრისფერ ქალაქს.
ხო არ მიბერდები, შეგერია პაპი სითეთრე,
შენს თმაში ზამთარს გამოუჩნდა თოვის წადილი,
პაპი... მანდ მინდა ამ ქალაქში ვერც მე ვისვენებ,
რომ ვცდილობთ ხოლმე, არ გვეპაროს ცხვარში ნადირი.
ჩამოვსხდებოდით გახურებულ ღუმელთან ღამით,
მე წელის ალბათ შვიდისა...და კიდევ ხუთისა,
როგორ გისმენდი,როგორ მახსოვს არ იცი პაპი,
რომ მიყვებოდი მხედრობისას,ხანაც ჩხუბისას.
პაპი... ამის წინ ათენგენის მეორე დილას,
"პახმელიაზეც" გამოვედით,მარტო მე და შენ,
სადღეგრძელოებს შენ ამბობდი,მე ვავსებ ჭიქებს,
ბებო გებძოდა... ჩურჩულებდი, -ქალო ნეტა შენ...
პაპი... მაგ დღესაც ოხ რამდენი რამე მიამბე,
(მერე საძილედ,შავი ფერის ნაბადს მივიშლით),
პაპი... გავიგე რომ გითქვია ამას წინაზე,
-კაც დადგაო და მომეწია უკვე შვილიშვილ.
ხომ მასწავლიდი, ჯირითსა და ჭენებას ცხენის,
პაპი... მე მაშინ პატარა და შენც... ცოტა დიდი,
ახლა თვალებთან ჩამოგაწვა, ცრემლები ბერის,
პაპი... როგორი სითბოთი და სიამით მზრდიდი.
ხო არ მობერდები... პაპი რაად იტკიებ ფეხებს,
მაგ ტკივილებსაც ვერ ავიტან უფრო ძალიან,
პაპი... ვენაცვლე შენს დაკოჟრილ, ნაშრომალ ხელებს, 
ეგ ნაოჭებიც... უნამუსო დროის ბრალია..

??????