დე ექსკლიუზივი
დე, ხომ იცი, რომ მე ოდესმე დამახრჩობს ასთმა,
ან შხამდაცლილი მორიელივით საკუთარ სხეულს შევჭამ
და მერე ის მოხდება რისიც ასე მეშინია -
აღარაფერი დარჩება ჩემგან...
დე, მეც ვიცი, რომ მერე მოვა შენთან ათასი კეთილისმსურველი
და არაფრისმომცემ სიტყვებს დაგაკერებს ძაძის კალთებზე,
დე, ვიცი რომ შენ დაგაბრალებენ ჩემს სიკვდილსაც და ჩემს
ვერაღდგომასაც....
ყველა შეეცდება დაგაჯეროს, რომ
შენსავით განმიცდიან და რომ შენს ცრემლებსაც იზიარებენ
და თავის დიაცური ქანცურით კიდევ ერთხელ შეგახსენებენ,
რომ მე აღარ ვარ.....
დე, ვიცი მოვლენ და გეტყვიან
(ან შენს გასაგონად იტყვიან )
რომ ბავშვობაში გაგიცივდი და ასთმა შემეყარა,
რომ არასოდეს მიკრძალავდი ზამთარში უპალტოოდ ხეტიალს
და რომ ყოველთვის მაძლევდი უფლებას ცივი წყალი მესვა....
დე, მათ დარჩებათ თავიანთი ჩათბილული და მშრალი შვილები -
ამით ბედნიერები იქნებიან დე
და შენ კიდევ ერთხელ გადაგრევს ჩემი არყოფნა...
დე, ხომ იცი რომ ერთ დღესაც მე საკუთარი ნახატები მომკლავენ
და ამასაც შენ დაგაბრალებს ხალხი...
შენ დაგაბრალებენ რომ ოდესღაც ხატვაზე დაგყავდი
და რომ არასოდეს მაძლევდი შავ ფერს გუაშებიდან....
დე, შენ გეტყვიან, რომ გამათამამე,
რადგან ყოველთვის მალავდი ცრემლებს
და ცხოვრება არ მასწავლე, რადგან მითხარი,
რომ სამყარო ფერადია...
დე.... შენ ხომ იცი, რომ მე ოდესმე დამახრჩობს ასთმა,
რომლის ქონასაც შენ არ გაბრალებ,
ან საკუთარი ნაწერები ჩამომახრჩობენ...
მერე კი შენთან ათასი კეთილისმსურველი მოვა და
მათი თანადგომით შეგახსენებს, რომ მე აღარ ვარ...
გაუძელი დე...