კაცი სახელად ჯონათან ლივინგსტონი ექსკლიუზივი
მას არაფერი ჰქონდა ნათელი,
უბრალოდ ამერიკა ეგონა იმაზე ახლოს,
ვიდრე ამას კარტოგრაფები ჩმახავენ ხოლმე...
არაფერი ჰქონდა სატკივარი,
უბრალოდ წყენაამღვრეული უმცროსი დის ნაფრჩხილარი
ეტყო მაჯებზე...
არაფერი ჰქონდა სათქმელი,
უბრალოდ პეპლები დაჰქონდა სულით
და ცდილობდა ყველასათვის მიეცა ეს სიმსუბუქე...
მას არასოდეს ეშინოდა გაღვიძების
და ერთ დღეს, როცა თვალები გაახილა
მიხვდა, რომ მის უმანკოებას ზეცა გადაალეწეს ხერხემალზე...
იგი ყოველთვის უვლიდა ჩიტებს
და მას აფთრები შეუსია ხალხმა ერთხელაც.
არაფერი ჰქონდა დასამალი
და ერთ დგეს ხალხმა დაუგლიჯა სიმართლეები.
იგი თავიდანვე ბავშვი იყო, ბავშვად დაბადებული,
გულწრფელი, ლურჯღაწვიანი ფაიფური...
არ იცოდა, რომ ხალხის უნდა შეშინებოდა,
რომ უნდა გაქცეოდა მათ,
რომ ფრთები უნდა დაემალა ლაბადის შიგნით.
ტალახი მას მხოლოდ კოშკების საშენებლად სჭირდებოდა
და როცა პირველად ესროლეს იგი
გული დასწყდა, რომ დაუნგრიეს სასახლე - დილით ნასათუთები.
როცა გაარტყეს - ლოყას კიდევ უშვერდა გამრტყმელს
და პატიობდა და ებრალებოდა ხელები,
რომლის სიტლანქეც ვერასოდეს დაიჭერდა ცოცხალ პეპელას...
და როცა მოკლეს....................
ცად ასვლამდე სისხლს გახედა და გაიფიქრა სიტყვა წითელი -
ცისარტყელას პირველი ფერი...
მიხვდა, რიმ ისევ ხედავდა, რომ კვლავ შეეძლო ესუნთქა ზეცა...
წამოდგა - მის ქვეშ დარჩა გასრესილი პეპლების გროვა,
მასში კი მათი ნამოსახლარი
და მიხვდა
მის სულს ზეცა არ აპატიეს...