ჯუჯა
ბალახიანი ბილიკით ტბასთან მისული _ ვხედავ-
დუმფარებიან სიხავსეში თუ როგორ იძირება სასახლე...
დიდი ხნის წინათ მსურდა,
მეც ისევე შევყვარებოდი ჯუჯას,
როგორც ის ქერა ქალბატონი დაიტირა.
ქერა ქალბატონი ტბის ფსკერმა დაიტია.
ჩემმა და მისმა მოგონებებმაც.
ვფიქრობდი, რაოდენ უჩვეულოა,
თუ როგორ შესძლო ჯუჯამ – იმაზე დიდი ეტარებინა გული,
ვიდრე თავისი ყველაზე დიდი ნაბიჯით –
მიწა აზომა ტბამდე იმ დღეს.
...წყალი ნაბიჯით არ იზომება.
მერე კი მივხვდი,
მისი „დაბალი სიმაღლიდან“ საგნები უფრო ახლო ხედით სჩანს.
უფრო მეტს იტევს მისი გუგები.
მიწაში ჩაფლული ფეხებით იღებს საზრდოს გულის,გონების... და
ეჯიბრება წყალმცენარეებს ფუნჯა ფესვების გადგმაში
ჩემი ტვინის იმ ნაწილისკენ – სადაც ბავშვობა შევინახე.
სხვებს, იმ ხანას ხის გამოჩორკნილი ცხენი ახსენებს,
ზოგს ის, რომ – ერთ დღეს ბაყაყი მოკლა, მერე იწვიმა.
ბევრი ბავშვობას ალბომებით ინახავს, თავქვეშ.
ბევრსაც ხის ძირში ჩაუფლია პატარა სკივრით
ბურთულა შუშის, მარკა – ფერადი ჩიტით ან
ბარათი სამუდამო ბავშვური ფიცით.
ჩემი ბავშვობა კი – ეს ჯუჯაა,
საზარელი მეჩხერთანკბილვით და
შუბლდაჩრდილული, უწარბო თვალით.
რომელიც ტბისკენ, დუმფარებიან,
მიდის და ტირის – ქერა ქალბატონს.
ის ჯუჯა ჩემი ბავშვობის ერთადერთი მოგონებაა.
ის ტბა – სიხავსით, ოცნება ჩემი, სადაც მე უნდა
დავსაფლავდე.
მიტიროს იმან,
ვისგან ვისწავლე , რომ
„დაბალი,
შეუმჩნეველი,
ვერდანახული სიმაღლიდან“ –
საგნები უფრო ახლო ხედით სჩანს.
გულია მიწა – ახლოდან ფეთქავს.
ბალახიანი ბილიკით ტბასთან მისული – ხედავ, თუ
როგორ იძირება დუმფარებიან სიხავსეში სასახლე,
კუბო...
დღეიდან, მე, უკვე, შ ე ნ ი მოგონება ვარ.
დღეიდან, მე შ ე ნ ი ოცნება ვარ –
იქ დასაფლავდე -
სადაც...
დღეიდან, მე ვარ შენი ტანმორჩილი ადამიანი.
რომლმაც იცის – წყალი ნაბიჯით არ იზომება.
სიღრმეს უნდა ჩაჰხედო მხოლოდ.
ირწევა ნავი.