ქვიშის დიუნები
სანამ დიუნების დათვლას დაიწყებ -
სანამ ხორკლიან სხეულზე შემოხვიე ხელი-
იმაზე დაფიქრდი, რამდენ ხანს იქროლა ქარმა,
ქროგორ იმუშაკა- მოექსოვა ქვიშის რიდე-
შენი ორივ თვალის ასახვევი.
ზოგს სახე ამოუნაკვთა, ზოგს - კიდური და მერე
ღიმილიც ასწავლა.
მიგაჩვევინა თვალი და გული-
ყოველ წამობერვაზე ნაკლებ რომ გტკიოდეს
ვ ე რ მ ხ ე დ ვ ე ლ ო ბ ა.
მოგაჩვია და მოგაწონა მიწის ფერი,
რათა ვერ ნახო... ვერ დაინახო -
ც ა!
ზიხარ...
ზიხარ და ხაზავ წრეებს მიწაზე
და არ კი იცი, რომ მხრჩოლავ ქვიშაში
ჩახატულ სახებებს ვიღაცამ გამადიდებელი შუშიდან
დახედა და დაარქვა ნასკას უდაბნო
სხვა ვერმხედველთა ცრურწმენების გასაღვიძებლად.
სანამ დიუნების ათასი ჭრელი გველით დაგესლილ
კალთებს შემოირტყამ -
სანამ მათი სიზმარეული კონტურები ცხადად გექცეოდეს -
დაფიქრდი.
დაფიქრდი იმაზე, რისთვის გაგაღიმა და
რატომ ამოგივსო ქვიშით პირი ქარმა!
შეგაჩვია და მოგაწონა მიწის გემო.
რათა ვეღარ თქვა –
ს ი ტ ყ ვ ა!
ზიხარ...
ზიხარ და აგორებ კოჭს მიწაზე
და ვერ კი ამჩნევ,
შენს სათამაშო ქვებს ვიღაცამ
როგორ დახედა
გამადიდებელი შუშიდან და დაარქვა -
სთოუნჰენჯი-
სხვა ვერმეტყველთა ცრურწმენების გასამართლებლად.
სანამ მნათობი წვეთ–წვეთად ჩაიღვრება,
სანამ გორაკს მიღმა დასცემს კარავს,
სანამ დიუნებს მონაბერი ჰაერის მელოდია წამოსცდებათ -
დაფიქრდი იმაზე, რატომ დაგიხშო სმენა ქარმა,
მოგაწონა და მოგაწვდინა ქამანდივით მოქნეული სისინი და
არ განებებს გესმოდეს ვულკანის ყელიდან ამოხეთქილი –
ხ მ ა!
ზიხარ...
ზიხარ და ქვისგან ყურმოჭრილ ფიგურებს თლი
და არ კი იცი, რომ ვიღაცამ შენს ქმნილებებს
გამადიდებელი შუშით დახედა
და დაარქვა პასექის კუნძულის ძეგლები
სხვა ვერმსმენელთა ცრურწმენების მტკიცე დასტურად!
სანამ შენ ფიქრობ...
...დაბეროს ნესტოები და დაჰბეროს სამუმმა
მტვრის მოხეტიალე ფიგურებში დაგანახოს
ყოველი შემხვედრი ცდუნება, რომელზეც უარი ვერ თქვი!
შენ ერთი ხარ – კაცობრიობის curriculum vitae.
შენ შენი შესცოდე-
დედამიწას, კი უზარმაზარი დააჩნდა ლაქა.
მაგრამ... ახლა რომ მოხვიდე...
პეშვით მომიტანო ცოდვის და ქვიშის მარცვლები,
ეგ ხომ იგივეა, - ფინიკი ბასრაში წაიღო გასაყიდად!
ჰოდა, დაფიქრდი, ს ა ნ ა მ ...