კრილოვი ივან
გაზიარება

გედი, კიბო და ქარიყლაპია (მთარგმნელი: კობა ჭუმბურიძე) 

თუ ერთი პირი
საქმეში არ ჩანს,
ვერ იხეირებს ამით ვერავინ, 
შერჩებათ მხოლოდ ამაო გარჯა.
————–
გედი, კიბო და ქარიყლაპია
ერთად შეებნენ დატვირთული ფორანს,
ხვითქი გადასდით და იღლებიან,
მაგრამ ფორანი არსით მიგორავს.
გედი ზეცისკენ მიილტვის ვიდრე,
კიბო უკან სწევს, ქარიყლაპია ფსკერისკენ ითრევს,
ვინ იცის მათში ვინ სტყუის, ვინ – ქების ღირსია…
ხოლო ფორანი კვლავ ადგილზეა.

??????