ნიშნიანიძე შოთა
გაზიარება

ბერმუხები ექსკლიუზივი

რიონისპირ ბერმუხები
ბერიკაცებივით იდგნენ,
მე მათ წინაპრებად ვთვლიდი,
მგონი ამაყობდნენ კიდეც.
ზოგი მეციხოვნე იყო,
ზოგი გუთნისდედა ალბათ,
მათ ჩრდილებში გაგვიშლია
ჩვენი ღარიბული ტაბლა.
მერე სამარგელში დაღლილთ
ჩრდილშიც გვიძინია ხშირად,
ჩვენი წინაპრების ზრუნვა
ტანზე წაგვიხურავს ჩრდილად.

რიონისპირ ბერმუხები
ვინც ამოთხარა, მოკლედ,
იმ რეგვენმა ხელმეორედ
ჩვენი წინაპრები მოკლა...

??????