ქადაგიძე ნინო
გაზიარება

გვერდზე 

სანამ თვალებს ავახელდე,
სანამ რამეს გავარჩევდე,
მომიდექი გვერდზე!
იქნებ სიტყვა გაგივარდეს,
მე კი ლუკმად დამივარდეს
ამ გამოწვდილ ხელზე.
"ხე მრუდე და ხე მართალი"
"ხე მრუდე და ხე მართალი"
სადაც გინდა ძებნე...
მაინც ჯვარზე აიყვანენ,
მაინც სილას გააწნავენ,
გააკრავენ ძელზე.
თიხის ტერფებს შეაწმენდენ,
თიხის ხელებს შეახებენ,
თიხის ბაგეს მიადებენ მხრებზე.
ის კი მაინც მაღლა წავა,
ქარის რტოებს გადაუსწებს,
ზეცის მინდვრებს გადაურბენს მერე,
მერე სიტყვად გავარდება,
მერე ლუკმად დავარდება,
ამ გამოწვდილ ხელზე.
სანამ თვალებს ავახელდე,
სანამ რამეს გავარჩევდე,
მომიდექი გვერდზე!

??????