ხორბლის მარცვალივით
ანგელოსებს
ქედს დაუდგამთ უღელი,
შეჭამანდისჯვრიან
მხრებზე ვშტერდები,
მე, ნამგალა,
ყანის ჩიტად,
მოგდევდი,
ნისკარტ-ნისკარტ
გაგიკენკე მტევნები.
შენი ყანა როგორ
თეთრად დამწიფდა,
(ასე ახლოს სულ
არ უნდა მოგეშვი.)
მარცვლებივით
დამეფანტა სიტყვები,
მაპატიე, თუ ვეღარ
,,მოგიშენდი".
ხნულში ვდგავარ,
ხელში ფრთები მიჭირავს,
ჩიტის ბუდეს
ახლა როგორ ვუარო?!
ჩემო ხორბლის
მარცვალივით
სამშობლო,
ჩემო ხორბლის
მარცვალივით
უფალო!
ქედს დაუდგამთ უღელი,
შეჭამანდისჯვრიან
მხრებზე ვშტერდები,
მე, ნამგალა,
ყანის ჩიტად,
მოგდევდი,
ნისკარტ-ნისკარტ
გაგიკენკე მტევნები.
შენი ყანა როგორ
თეთრად დამწიფდა,
(ასე ახლოს სულ
არ უნდა მოგეშვი.)
მარცვლებივით
დამეფანტა სიტყვები,
მაპატიე, თუ ვეღარ
,,მოგიშენდი".
ხნულში ვდგავარ,
ხელში ფრთები მიჭირავს,
ჩიტის ბუდეს
ახლა როგორ ვუარო?!
ჩემო ხორბლის
მარცვალივით
სამშობლო,
ჩემო ხორბლის
მარცვალივით
უფალო!