რა რჯულით გიწამო?
გოდების კედელთან
სურვილად მიგიტან,
რაბინი ვერ მეტყვის
-არას!
"მიცვას" და თორასაც
ვიწამებ შენთვის და
"გან-ედენს"- სამოთხის ბაღად...
წამოდი...წამოდი
ოქროს კარიბჭესთან
პაემანს გინიშნავ,
ანდა ომარის მეჩეთთან, (მასჯიდთან)
თუ გაუკვირდება
"ჯიბრაილს" ან თუნდაც ალლაჰს,
"ნამაზის" დავიცავ-
ლოცვასაც ხუთჯერადს,
მექის ქააბისკენ წავალ...
სხვა რა ვქნა მითხარი?
რა რჯულით გიწამო?
ღმერთი ხარ?
ვინა ხარ?
რა ხარ?
გოდების კედელთან,
სურვილად მიგიტან,
რაბინი ვერ მეტყვის
-არას!
სურვილად მიგიტან,
რაბინი ვერ მეტყვის
-არას!
"მიცვას" და თორასაც
ვიწამებ შენთვის და
"გან-ედენს"- სამოთხის ბაღად...
წამოდი...წამოდი
ოქროს კარიბჭესთან
პაემანს გინიშნავ,
ანდა ომარის მეჩეთთან, (მასჯიდთან)
თუ გაუკვირდება
"ჯიბრაილს" ან თუნდაც ალლაჰს,
"ნამაზის" დავიცავ-
ლოცვასაც ხუთჯერადს,
მექის ქააბისკენ წავალ...
სხვა რა ვქნა მითხარი?
რა რჯულით გიწამო?
ღმერთი ხარ?
ვინა ხარ?
რა ხარ?
გოდების კედელთან,
სურვილად მიგიტან,
რაბინი ვერ მეტყვის
-არას!