იანვრის თოვლი ექსკლიუზივი
ბერწი დღეები დაუგროვდა სულში იანვარს,
რადგან სივრცეებს ვერ იმეტებს ციურ საშოდან,
დარდმაც მაისის წვიმასავით შემომიარა
და შენეული მონატრების სუსხით დამშორდა.
გადაიქროლეს ამინდებმა მთებზე ჭენებით,
ახლა ერთ ნერვში დაიწელა მთელი ქვეყანა
და თუ გაზაფხულს ყვავილებად მიეშენები,
მსურდა პეპლები შენს კაბებად ჩამომეყვანა.
შენი თვალები დაადნობდნენ მთებში ყინულებს,
აზვირთდებოდა მდინარეთა თეთრი ჩქერები,
და თუ სამყარო ზოგჯერ მაინც ჩამოინულებს,
დაუჯერებელ ზღაპარსაც კი დავიჯერებდი.
ვიცი აპრილი შემოიხევს ტანზე სიცივეს,
ნანატრ კვირტებად დაუსკდება ზამთარს სხეული
მერე გაზაფხულს შენს ღიმილთან გავაიგივებ
და მაგ ღიმილზე შევიქმნები შემოჩვეული.
ბერწი დღეები დაუგროვდა სულში იანვარს,
თუმცა სიბერწე თოვლიანმა დილამ გაფანტა,
რადგანაც ზეცამ ფიფქი მხოლოდ ზეწრად კი არა,
მიწას ქალწულურ სისპეტაკედ
ჩამოაბადა...
რადგან სივრცეებს ვერ იმეტებს ციურ საშოდან,
დარდმაც მაისის წვიმასავით შემომიარა
და შენეული მონატრების სუსხით დამშორდა.
გადაიქროლეს ამინდებმა მთებზე ჭენებით,
ახლა ერთ ნერვში დაიწელა მთელი ქვეყანა
და თუ გაზაფხულს ყვავილებად მიეშენები,
მსურდა პეპლები შენს კაბებად ჩამომეყვანა.
შენი თვალები დაადნობდნენ მთებში ყინულებს,
აზვირთდებოდა მდინარეთა თეთრი ჩქერები,
და თუ სამყარო ზოგჯერ მაინც ჩამოინულებს,
დაუჯერებელ ზღაპარსაც კი დავიჯერებდი.
ვიცი აპრილი შემოიხევს ტანზე სიცივეს,
ნანატრ კვირტებად დაუსკდება ზამთარს სხეული
მერე გაზაფხულს შენს ღიმილთან გავაიგივებ
და მაგ ღიმილზე შევიქმნები შემოჩვეული.
ბერწი დღეები დაუგროვდა სულში იანვარს,
თუმცა სიბერწე თოვლიანმა დილამ გაფანტა,
რადგანაც ზეცამ ფიფქი მხოლოდ ზეწრად კი არა,
მიწას ქალწულურ სისპეტაკედ
ჩამოაბადა...