Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

არაბული გელა
გაზიარება

დეკემბრის თბილისი ექსკლიუზივი

რა ლამაზია, თბილისი ახლა,
დეკემბერში რომ მზე ჩადის დიდგორს,
გრძნობის იმხელა ამალა მახლავს,
დავითის ჯარი მარტყია თითქოს...

თითქოს აფრინეს აგვისტოს მაცნე
და დამშეული რეკენ ზარები,
მთვარე კი ისეთ სამოსელს მაცმევს,
მსურს შევუმტვრიო მომხვდურს კარები.

და გადავლახო მეც ეს დაისი,
ვითარც გაჰკვეთეს ბევრჯერ მერნებით,
როგორც ალპებში ედელვაისი
მეც ამ ხეობებს ავედევნები.

ავედევნები, ყველა იმედებს,
და მთაწმინდაზე რიჟრაჟს ვემთხვევი,
თუკი განგებაც გამოიმეტებს
შეგეჩეხები სადმე შემთხვევით.

შუა ზამთარშიც მოხვალ აპრილად,
თუნდაც ყინვებმა ძლიერ იწივლოს,
თუ მაგ გულმაც არ გამინაპირა,
მოგიპარავ და ერთად ვიხილოთ.

რა ლამაზია, თბილისი ახლა...



??????