არაბული გელა
გაზიარება

* * * შენ სულ სხვა ცეცხლით იელვე ექსკლიუზივი

შენ სულ სხვა ცეცხლით იელე
დასწვი დარდი და ქაოსი
აავსე სიცარიელეც
ამ ქვადქმნილ სააქაოში

სხვაგვარი მოგყვა ნათელიც
ქვეყნად უნაზეს ქმნილებას
და გრძნობას ბევრჯერ გათელილს
სხვა ერგო განფენილება

ახლა სხვა ჟამიც იწყება
და სხვა ეტაპი ყოფისა
შლეგური თავდავიწყება
შლეგურად არშიყობისა

გვერგო ტრფიალის ფართობიც
სადაც სხვა სიტყვა იშვება
ჩვენ რომ აქამდე ვნატრობდით
ის არეც გადაიშლება

შენ სულ სხვა ცეცხლით იელე
დასწვი დარდი და ქაოსი
აავსე სიცარიელეც
ამ ქვადქმნილ სააქაოში.


??????