შემოდგომა ექსკლიუზივი
ის რეცხავს ზანტი რეცხავს სნეული,
მოდის და მოდის ოქტომბრის წვიმა.
გული ობოლი მთლად დაისიმა,
მაგრამ სულ სხვაა ეს თეთრეული.
იგი ასველებს ბაშვობის დღეებს
თეთრი ცრემლებით, თეთრი საპონით,
რეცხავს ყოფილს და ახალ სახეებს,
თვითონ მაღალი, ვით მარაფონი.
Iს მზეზე აფენს ლალს და ფარჩეულს,
მაგრამ არ შრება ლალი-ქსოვილი,
იმის სამყაროს, კვლავ გადარჩეულს,
უნდა რომ იყოს დღეს დათოვილი.
რეცხავს ზმორებით, დაფარულ თვლემით,
არ მოაკლდება მას წვიმის წყალი,
მოგონებაა თუ მუზა ჩემი
ეს თავშიშველი მრეცხავი ქალი?