ცხვარაძე ტარიელ
გაზიარება

* * * "მინდოდა მთები გადამელახა" (მთარგმნელი: ცისანა ანთაძე) ექსკლიუზივი

მინდოდა მთები გადამელახა,
მშობელ მიწისთვის მეკოცნა ერთგან,
მსურდა ეს ზეცა მხრებზე შემესვა,
კოლხურ წალკოტში ბექობზე შემდგარს.
დავწაფებოდი წყაროს ანკარას,
ჰაერს მშობლიურს, უტკბილესს ეგზომ,
ძვირფასი მამის წმიდა საფლავთან
მუხლმოყრილს, სიოს ჩურჩული მეგრძნო.
შეხედე ძმაო, ფერთა სიმდიდრეს,
დატკბი სამოთხით თიბათვის პირზე,
მე გავექეცი ამ საოცრებას,
მაგრამ დავბრუნდი, სახლში ვარ ისევ.
და თუ არჩევანს მიბოძებს ღმერთი,
აქვე დავრჩები, წარსულით მთვრალი,
სხვაგან სად ვპოვო ზეცა ამგვარი,
რომ სიყვარულში დავხუჭო თვალი.

??????