* * * "იყო პოეტი, ფილოსოფოსი" (მთარგმნელი: ცისანა ანთაძე) ექსკლიუზივი
ძმას, ვიქტორ ცხვარაძეს
იყო პოეტი, ფილოსოფოსი
ილუზიებით ზეცაში ჰქროდა,
მე ფულის შოვნის იღბლით მოვედი
და პროზაული ცხოვრება მქონდა.
ჩვენ _ ჩვენი გზებით დავნებდით იღბალს,
არსობის პური ვეძიე სად არ,
ის კი ბრინჯაოს პიედესტალზე
შედგა და მართლა გენიას ჰგავდა.
ვეზიდებოდი სიმძიმეს მხრებით
და როდი ვნანობ, რაც მოხდა მერე...
მან იწამა, რომ არ დავტოვებდი...
მიდი პოეტო, დაიწვი, წერე!..
და წერდა ბოლო ამოსუნთქვამდე,
იმპულსურ ლექსში გულ-სისხლი აცრა,
მაინც დაქანცა ავმა ეპოქამ,
და ერთხელ ისე, უბრალოდ ჩაცხრა.
დაიძინა და დაღლილი სული
დაუმაგინა სიმშვიდის ფესვებს,
თან მეეჭვება, რომ ცოცხალია,
აქ ჩემში ვიღაც აფეთქებს ლექსებს.
მისი ანკარა, ფაქიზი სული
ჩაუქრობელი ცეცხლით მომედო,
მე გაგიხარებ ძმაო, სულის ნერგს,
ესტაფეტისთვის მზად ვარ პოეტო!
იყო პოეტი, ფილოსოფოსი
ილუზიებით ზეცაში ჰქროდა,
მე ფულის შოვნის იღბლით მოვედი
და პროზაული ცხოვრება მქონდა.
ჩვენ _ ჩვენი გზებით დავნებდით იღბალს,
არსობის პური ვეძიე სად არ,
ის კი ბრინჯაოს პიედესტალზე
შედგა და მართლა გენიას ჰგავდა.
ვეზიდებოდი სიმძიმეს მხრებით
და როდი ვნანობ, რაც მოხდა მერე...
მან იწამა, რომ არ დავტოვებდი...
მიდი პოეტო, დაიწვი, წერე!..
და წერდა ბოლო ამოსუნთქვამდე,
იმპულსურ ლექსში გულ-სისხლი აცრა,
მაინც დაქანცა ავმა ეპოქამ,
და ერთხელ ისე, უბრალოდ ჩაცხრა.
დაიძინა და დაღლილი სული
დაუმაგინა სიმშვიდის ფესვებს,
თან მეეჭვება, რომ ცოცხალია,
აქ ჩემში ვიღაც აფეთქებს ლექსებს.
მისი ანკარა, ფაქიზი სული
ჩაუქრობელი ცეცხლით მომედო,
მე გაგიხარებ ძმაო, სულის ნერგს,
ესტაფეტისთვის მზად ვარ პოეტო!