Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ღლონტი ვახტანგ
გაზიარება

* * * "ძველი დრო რომ იყოს - სანთელს ავიღებდი" ექსკლიუზივი

ძველი დრო რომ იყოს - სანთელს ავიღებდი,
(რადგან ვარსკვლავები ზეცას ანათებენ),
კარში გავიდოდი, ძებნას დაგიწყებდი,
სანამ ამ ფეხებზე ხუნდს არ დამადებენ,
მანამ ამ ხეტიალს თავს არ დავანებებ.
ძველი დრო რომ იყოს - ჩადრით შეგმოსავდი,
არ მსურს სიყვარული სხვათა საზიარო,
ხელში აგიყვანდი, ცხენზე შემოგსვამდი,
რათა სიყვარულის ნექტარს გაზიარო,
შენთვის მარტოდ ყოფნა არის საზიანო.
ძელი დრო რომ იყოს - შოთა... ხაიამი...
ქალი რომ ქალობდეს, ვაჟი ვაჟაობდეს,
სადღაც ყრუ სოფელში მთვარიანი ღამით,
წმინდა ქალიშვილი კაცთან წაწლაობდეს,
ხალხი ზნეობაზე ამდენს არ დაობდეს.
ძველი დრო რომ იყოს - სანთელს ჩავაქრობდი,
ვიცი ეს თვალები მაინც მოგძებნიან,
კარში გავიდოდი, სევდას გავაქრობდი,
ქალი მე შენს მეტი არ მიოცნებია,
ვიცი, ეს თვალები მაინც მოგწვდებიან.

??????