ღლონტი ვახტანგ
გაზიარება

***რა საჭიროა თხოვნა ექსკლიუზივი

რა საჭიროა თხოვნა,
რა საჭიროა ფიცი.
სიყვარული რომ მოკვდა,
მე უშენოდაც ვიცი.
რა საჭიროა ცრემლი,
რა საჭიროა გლოვა.
მე ვარ ბავშვობის მსხვერპლი,
წავალ და აღარ მოვალ.
შენ არ გამიგო ცუდად,
მე ჩემიც მყოფნის დარდი
შენი ჭირიმე, ჩუმად!
შენ გენაცვალე, წადი!

??????