ჩიკვილაძე მარი
გაზიარება

მათხოვარი ექსკლიუზივი

მე ვნახე მოხუცი, რომელიც ამბობდა:
- დღეს მთელი სამყარო ფეხებზე მკიდია,
მათრია ცხოვრებამ, მაგრამ ვამაყობდი,
რომ გული პოეტის მთვარეზე მშვიდია.

ვიყავი პოეტი, და მერქვა შეშლილი,
მე მთელი ცხოვრება მციოდა, მწყუროდა,
ვიტანდი ტკივილსაც, ვიტანდი შიმშილსაც,
და თითქმის არასდროს, არასდროს ვხუმრობდი...

იჯდა და ყვებოდა რომ წერდა ოდესღაც,
მას შემდეგ მრავალი დღე-ღამე გავიდა...
- დამცინავ მზერასაც არასდროს ვიმჩნევდი,
მე ხომ ღვთისშვილი ვარ, ყველაფერს ავიტან.

არასდროს ვჩქარობდი, მე არსად მელოდნენ,
მხოლოდ ვესწრებოდი ტაძარში გალობას,
იქაც ჩურჩულებდნენ – “შეშლილი პოეტი”... 
ჩემს ლექსებს სიცილით არქმევდნენ ნაბოდვარს.

არ მეთაკილება, ხელი მაქვს გაწვდილი,
ამ ხელზე ხურდასაც მიგდებენ ძაღლივით,
ვწერ ჟამადყოფნაზე, ჩემს ძაღლურ ყოფაზე,
და ჩუმად, მალულად ვტირივარ ბალღივით.

ვიჯექით კოცონთან, ის წელში მოხრილი,
და მისი ცხოვრება - ჩემს თვალწინ გაშლილი,
ის კვამლს აბრალებდა, მაგრამ მე ვხედავდი,
რომ ახლაც ტიროდა უმწეო ბავშვივით...

კოცონთან იჯდა და ძველი დრო სციოდა...
არ სურს საუბარი, დღეს ხათრით იხსენებს,
ძველ ფურცლებს მაწვდის ხელების კანკალით,
და ნაქარიშხლარი  ზღვასავით ისვენებს...

- გაბარებ ჩემს წარსულს, წარსულის იმ ნაწილს,
რასაც ეს ყვითელი ფურცლები დაიტევს,
ჩურჩულებს მოხუცი – მე ვიყავ პოეტი,
და დღეს მე მარტოდენ პოეტი გამიგებს!

??????