ჩიკვილაძე მარი
გაზიარება

თბილი ბუდე ექსკლიუზივი

შენი გული, ქვეყნად ყველაზე თბილია,
შენი ტუჩები თაფლივით ტკბილია,
შენი თვალები ჩემი საფარია,
შენი სხეული საბნად მაფარია...

შენი მკლავები ყელზე მახვევია,
შენი ნაბიჯები ჩემს ფიქრს გაჰყვებიან,
შენი მშვიდი სუნთქვა ჩემი ჰაერია,
შენს დიდ სამყაროში გზები ამერია...

აღმოვჩნდი შენს გულში, და ვეღარ ვისვენებ,
ვზივარ და მალულად თბილ ბუდეს ვიშენებ...

??????