შენ ჩემი არ ხარ... ექსკლიუზივი
შენ ჩემი არ ხარ, სხვისი ხარ მაგრამ,
დღეს გავბედე და შენთან მოვედი,
ვიცი არ მქონდა ამის უფლება,
მაგრამ ეს ჩემთვის იყო სულერთი.
მე სიახლოვე შენი მიყვარდა,
მიყვარდა შენი თმების სურნელი,
შენ ვერ მამჩნევდი, მაგრამ არ ვდარდობ,
რადგან ეს ჩემთვის იყო სულერთი.
მე ვეხებოდი შენს ხელებს დაღლილს,
მეჩვენებოდა გციოდა თითქოს,
და სწორედ ამ დროს, და სწორედ მაშინ,
მე ვიყავ შენი ძალა და სითბო.
თუნდაც გცოდნოდა რას ვგრძნობდი მაშინ,
რა ქარბორბალაც მივლიდა ტანში,
ვიცი უბრალოდ გაიკვირვებდი,
გაერეოდი ჩვეულად ხალხში.
მე კი სიგიჟის ზღვართან ვიყავი,
შენი ტუჩები თავგზას მიბნევდა,
ვგრძნობდი, თვალებს თუ არ დავხუჭავდი,
მათი შეხედვაც გამაგიჟებდა.
ვიცი არ მქონდა ამის უფლება,
რადგან მაგ თვალებს სხვა გინათებდა,
მაგრამ ძვირფასო მე რომ გნატრობდი,
ასე ვერავინ ვერ გინატრებდა.