ჩიკვილაძე მარი
გაზიარება

მაინც ექსკლიუზივი

მაინც რა საოცრად ცივი მარტოობა
იცის ოქტომბერმა,
მაინც გახუნდა და ფერი დაკარგა
მიწის ყველაფერმა,
მაინც ნოემბერი თითქოს ჩემია და
თითქოს ალბათობის,
ლექსებს რითმებიდან მაინც თანხმოვნები
არა ჰყოფნის.
მაინც გადიან და მაინც გამოდიან
გზებზე აფიშები,
ისევ იღიმიან, ერთმანეთი უყვართ
ისევ გაგიჟებით,
მაინც მოგონებებს...
საათს მისტირიან მაინც გაჩერებულს,
მომავლის ბილიკზე ხალიჩასავით,
წარსულს მიწებებულს.
მე კი იმედის ჩანთით დავატარებ,
დროის პულსაციას,
მივყვები წარსულის აჩრდილებს და მაინც
გულს ვუწყობ აქციას,
ჩურჩულით ნათქვამი ლამაზი ტყუილების,
იცი, როგორც მჯერა...
მაინც რა საოცრად ცივი მარტოობა
იცის ოქტომბერმა.

??????