Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ჩიკვილაძე მარი
გაზიარება

იქ სადაც მომელიან ექსკლიუზივი

დავდივარ კარდაკარ, არც დღე მაქვს, არც ღამე,
მე ყველა ოჯახის სუნთქვაში ვერევი,
სანთლის ალს მივაფენ გადაღლილ წამწამებს,
მერე ფიქრებს მოვკრეფ, თან სევდანარევი

მივყვები ჩემს ბილიკს, სურვილებს ვასრულებ,
მიმძიმს და სიმძიმილს ვერევი მორჩილად,
არ მიყვარს ტირილი ცრემლიან წარსულზე,
დარდისთვის პატარა ბავშვივით ნორჩი ვარ...

ამბავს მივიტან და ისევ ვბრუნდები იქ
სადაც გზა მიმიყვანს, (მე ჩემი გზები მაქვს)
ხანდახან ცრემლები ყელში ბურთებივით
მიჭერს და მამძიმებს, სხვისი ცოდვებიდან...

ეს ჩემი ვალია, (ის კი თავს იმართლებს)
მე ამ გზას ვადგავრ, მე ამ ტვირთს ვეწევი,
ყველა სახლს თავისი სანთელი მინათებს,
ამ სანთელს დავყვები ხან ზევით, ხან ქვევით...

მერე დატვირთული ამბების მოვლა და... 
უცებ დავინახავ – დრო გამომელია...
რადგან ანგელოზად უფალმა მომნათლა,
ყოველთვის მივდივარ როცა მომელიან...

??????