ბიბილაშვილი ზაზა
გაზიარება

* * * ამაში არვის არ ედო ბრალი 

ამაში არვის არ ედო ბრალი
და ყველაფერი უბრალოდ მოხდა.
მე - ჩვეულებრივ - ვიყავი მთვრალი.
ხე - უჩვეულოდ - მოჩანდა კოხტა.

და, რა თქმა უნდა, ციებით ვთრთოდი,
როდესაც ჩრდილი დამეცა ხიდან.
დღეს მე, უბრალოდ, ვიპოვე ტოტი,
ვიპოვე ტოტი, რომელზეც ღირდა...

??????