ბიბილაშვილი ზაზა
გაზიარება

* * * გარეთ ქარი ექსკლიუზივი

გარეთ ქარი გულს და მინებს ასკდება,
შავი ღამით მაგრად გამომთვრალი.

ვარსკვლავებმა წაიფარეს ნაბდებად
ღრუბლები და მოიტყუეს თვალი.

მალე, ალბათ, მადიანად იწვიმებს, -
აგე, უკვე ელვაც გაიკეცა...

ხვალ შენი მზე გამიცინებს, ვიცი მე,
ახლა სულ რომ ჩამოიქცეს ზეცა.

??????