ბიბილაშვილი ზაზა
გაზიარება

ყინულის სახრჩობელა ექსკლიუზივი

გაბევრებია ქალაქს სახვნეში.
ალბათ, ზამთართან აღარ იომებს.
მე კი შოლტებად მიშენს სახეში
ცივი ქუჩების ბატალიონებს.
სხეულს მივარწევ,
სუსხით დაკბენილს,
და მახსენდება უკვე მეასედ:
იკან იმედი უკანასკნელი
დამრჩა ყინულის სახრჩობელაზე;
რომ არ არიან
და თუ არიან,
ღრუბლის მწყემსავენ ფარას
ღმერთები;
არსად წერია ჩემი არია
და არასოდეს არ ავმღერდები;
რომ შევეყრები კვლავ გაზაფხულებს
და ხის ტოტებზე სიცხე იალებს,
ფრთები კკი არასდროს
არ მომაწყურებს
ცის ბილიკებით მზის ხეტიალი.

ჟამი უჟმური, ქარი უხეში
სიკვდილისათვის მაფერმკრთალებენ.
და ამ ძალიან უცხო ქუჩებში
მხვდება ჩემივე ნატერფალები.

??????