ბიბილაშვილი ზაზა
გაზიარება

* * * ე, გულო, მითხარ ექსკლიუზივი

ე, გულო, მითხარ, რა გინდა!
სულ ასე - სკდები და ვერ სკდები.
ცოტა ხანს როგორმე აგიტანთ
მე და ამ სიცოცხლის ქვესკნელი.

ერთხელაც მართლა გავგიჟდები -
სიკვდილს ჩაგაჭედებ გინებით!
თუ ფიქრობ, მორჩილად ვიჯდები,
ნელ-ნელა შეგეჭმევინებდი?!

ჰო, თორემ ტკივილით გამთოშე,
დახარი დამხმარი ნეკნები...
ჰო, თორემ ხომ ხედავ, მარტო შენ -
კვდები და კვდები და ვერ კვდები...

??????