ბიბილაშვილი ზაზა
გაზიარება

* * * მთელი ზამთარი ექსკლიუზივი

მთელი ზამთარი
როგორ მოვმცდარვარ! –
ზამთარი ითხოვს სულის შებერვას -
ჩამოილევა რიცხვიც ოცდარვა
და მოეღება ბოლო თებერვალს.

მიყრილა ცაზე დათვი და ბელი -
მიფიცხებია მთვარის გრილ კოცონს.
მიწა კი მშიერ გაზაფხულს ელის -
მოვა და თოვლის საძოვრებს მოძოვს.

მინავლებულა რიცხვიც ოცდარვა,
ნაკვერჩხალივით შებერვას ითხოვს.
მთელი ზამთარი ისე მოვმცდარვარ,
არ ილეოდეს ზამთრებიც თითქოს...

??????