*** "თითქოს რიკულები სახლის ნეკნებია"
თითქოს რიკულები სახლის ნეკნებია,
სახლი, მოწყენილი, სადღაც იყურება.
სველი, ა წ ო წ ი ლ ი, მოდის ენკენის თვე,
სახლი, მოწყენილი, სადღაც იყურება.
ლამის ჩამოიღონ ზეცა წეროებმა,
სახლი, მოწყენილი, სადღაც იყურება.
ერთი ფოთოლიღა იბრძვის კენწეროზე,
სახლი, მოწყენილი, სადღაც იყურება.
1955წ