ჭილაძე ოთარ
გაზიარება

ძველი ლექსების კრემაცია 

მე მართალი ვარ ჩემს თავთან ცამდე!
უკვე ეს ქარიც ვერაფერს შეცვლის.
და ვუცქერ როგორ იწვიან ცეცხლში
ლექსები, შენ რომ მოგწონდა ადრე.

ასეთი დაჰყვათ ამ ლექსებს ბედი...
და აი, მშვიდად ვზივარ და ვუცქერ-
იფერფლებიან ისინი უცებ,
მე კი, სულელი, რა ამბით ვწერდი.
1956წ

??????