ჭილაძე ოთარ
გაზიარება

*** "მატარებელმა დატოვა ბოლი" ექსკლიუზივი

მატარებელმა დატოვა ბოლი
გადაყრუებულ ტყეების ზემოთ...
და უცებ ვიგრძენ სიცივეც თოვლის,
სიშორეც გზების და ცრემლის გემოც.

მატარებელმა დატოვა ბოლი
გადაფითრებულ მდინარის გასწვრივ...
დამთავრდა ფუჭი წკრიალა ბროლის,
წინ ცხოვრებაა უცხო და მკაცრი.
1957წ

??????