*** "გარეთ თოვს..."
გარეთ თოვს... გარეთ ვიღაც იცინის,
ვიღაც თავისთვის იცინის მარტო,
რადგან კვლავ იგრძნო თეთრი სიცივე,
კვლავ ცოცხალია და ასე ათოვს.
მე კი კვლავ შენთან დავრჩი ცოტა ხნით,
როგორც ვრჩებოდი ოდესღაც, სხვა დროს...
მაგრამ ეს ვითომ მყუდრო ოთახი
აღარც მიზიდავს და აღარც მართობს.
შემოდის კატა, როგორც ციცინო –
რაზე საუბრობთ, ან როგორ ხართო...
გარეთ თოვს, გარეთ ვიღაც იცინის,
ვიღაც თავისთვის იცინის მარტო.
1957წ