ჭილაძე ოთარ
გაზიარება

წარწერა ეკზიუპერის წიგნზე ექსკლიუზივი

გათავდა! უკვე ახლოა სახლი,
სადაც სინაზით სუნთქავს აგურიც
და სადაც ცოლი, ძლიერს და დაღლილს,
უჩუმრად გიცდის, ვით ნავსადგური.
და თუკი გიცდის, იმედიც გქონდეს_
ვისაც უცდიან, მას ღმერთი იცავს,
რომ დაუბრუნდეს მიწიერ ცოდვებს
კაცი, რომელიც სჭირდება მიწას.
1958წ

??????