სიახლოვე ექსკლიუზივი
ეგებ აღმზრდელი იყო ვარძია,
ანუ ხერთვისზე თქმული ვაება,
ჩემი აკვანი ვინ დაარწია,
ქარიშხალმა თუ დედის მკლავებმა?
სად არის დედა,შევიძლო მირქმა,
ნანგრევთან ვეძებ, მარჯვენას ვუწვდი,
ეგებ ახლოა მიმწუხრის მიღმა,
ვზივარ და ღამის ნაპირზე ვუცდი.
ეგებ შუა არის ნაბიჯი სამი,
ეს მცირე სივრცე სად არ ისპობა?
როგორ მაშორებს ხამხამი წამის,
როგორ გვაერთებს მარადისობა.
1940 წელი.