ებანოიძე ზაალ
გაზიარება

*** "იდუმალი სტრიქონების სევდიანი მხარე" ექსკლიუზივი

იდუმალი სტრიქონების სევდიანი მხარე,
წვიმის წყნარი ალერსით გატრუნული წამი;
ჯერ სიზმარში ეძლევა მეოცნებე თვალებს,
მერე ცხადში აშენებს შესაბამის ამინდს.

მიღმა მელოდიათა იქსოვება ბადე,
უმეტყველო ცოდნიდან ჟონავს როცა ფიქრიმ,
სიზმარ–ცხადი – ორთავე ამ დროს ტვირთად გადევს
და ფარულად სიცხიან მაჯისცემას ითვლი.

??????