*** "ჟრჟოლაზე ამოზრდილ კრინიდან" ექსკლიუზივი
ჟრჟოლაზე ამოზრდილ კრინიდან
როცა ხმა ზეციურ ბანამდე
ააღწევს – პირ–სახის მიმიკას
შეფარულ ფორიაქს გადასდებს.
და როცა ფორიაქს აჰყვება
მთენთავი სითბოც და სიცივეც,
ციმციმებს – სხვა მეტი რა გნებავს –
თვალებში კურცხალი და ციმციმებს.
კურცხალში ჩამდგარი შუქიდან
რა მოჩანს – ფითრი და ხავსია;
და ხვდები – შეფარულ წუხილთან
მისულხარ და ჟრჟოლა გაცვია.