სატრფოს
მოვწყვიტე ვარდი ნარნარი,
სანატრი ქეყანაზედა,
მწარედ ატირდა მყის-ცვარი
როდესაც გიცქერ-ტკბილად სძგერს გული,
შენდამი ტრფობით გატაცებული;
ოდეს გშორდები-მუდამ ვსტირი მე...
შენ შემოგევლე, შენი ჭირიმე!
შენ ხარ სიმღერა და სიყვარული,
ხან უკვდავება და სიხარული...
ერთი მაჩვენე, მზეო, პირი მე...
შენ შემოგევლე, შენი ჭირიმე!
ბროლის თითებით როს სიმთ აჟღერებ,-
სირინოზის ხმით ტკბილად ამღერებ,-
ნეტარების ცრემლს ვაფრქვევ, ვსტირი მე...
ჩემი სული ხელთ გიპყრია,
ატრიალებ ჭახრაკულად,
შენს ნებაზე მანავოსნებ
უგზო-უკვლოდ, აბნეულად,
შხამს შარბათად გულში მილეს,
სიხარულსა-სინანულად,
ეშმაკს მივლენ ანგელოზად
და ანგელოზს-ბელზებულად.
შენში ღმერთმა დამისახა
სიამე და სიყვარული,
შენი გული ჩანგად მომცა
და ედემად შენი სული,
ოცნებით ვკრებ იქ ყვავილებს
იქ არს ჩემი სიხარული,
მასთან ჩემი სულის ლოცვა
და სიცოცხლის ნაკადული
მაგრამ ამით ნუ იფიქრებ,
რომ შენს ტყვესა-ამ ჩემს გულსა-
სხვა არ ჰყავდეს კიდევ სატრფო,
არ უკმევდეს სიყვარულსა.
არ ეტრფოდეს იმას მარად,
ვით სალოცავს დიდებულსა,
მის ცრემლს-ცრემლსა არ ურთავდეს,
მის სიამეს-სიხარულსა.
ნუ შემრისხავ-ის ერთია
საყვარელი ჩემი მხარე,
ძალ-დიდებით შემოსილი,
ვარდ-ყვავილით მონარნარე.
ქრისტე მხსნელის მოიმედე,
ჩემი მზე და ჩემი მთვარე,
დიდებულთა წინაპართა
ეკლესია და სამარე!..
იგი მიყვარს შენზე მეტად,
იმას მინდა ვენაცვალო,
თვით სამოთხის დიდებაზედ,
არ იფიქრო, რომ გავსცვალო,
მსურს კეკლუცის სადღეგრძელოდ
კვლავ კახური გამოვსცალო,
მასზედ ჟღერა ტკბილი ჩანგის
არავის არ დავაცალო.
თუ რომ, ჩემო მარგალიტო,
იმის ტრფობას არ დამიშლი,
იმედების თაიგულსა
არ მომიკლავ, არ ჩამიშლი,
გენაცვლები, ფიანდაზად
სულს და გრძნობას გადაგიშლი,
საბნად მთვარეს გადაგაფენ
და ლეიბად მზეს გაგიშლი,
მაგრამ თუ მას აღმიკრძალავ,-
ვით დაჭრილს ლომს-გამამწარებ,
არ დაგზოგავ, დანით დაგკლავ,
მიწასაც არ მიგაბარებ.
გარდაგაგდებ ტიალ მინდვრად,
ყვავ-ყორნებსა გავახარებ
და იმ დღიდამ მხოლოდ სატრფოდ
ჩემს სამშობლოს აღვიარებ!..
1899 წ.