ვაჟა–ფშაველა
გაზიარება

ნიჭიერი მწერალი 

(არ ახალია ძველია)
საჭიროდ ვრაცხ ამ თავიდანვე გავაფრთხილო მკითხველი, რადგან სიტყვას “მწერალი” როცა ვხმარობ, ვიგულისხმებ პოეტს, ბელეტრისტს, დრამატურგს.
ვინ არის ნიჭიერი მწერალი?
ვის დაერქმის ღირსეულად ეს სახელი?
რა ნიშნები ეტყობა უტყუარს ნიჭსა?
მწერალს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი “ენა” უნდა hქონდეს, ვინაიდან ეს სახეა მწერლისა, მისი ფიზიონომიაა და, უკეტესად რომ ვსტქვათ,- მწერლის სულია. ენაში იმალება მწერლის ინდივიდუალობა, მისი “მე”. ამიტომ ნიჭიერი მწერლის ნაწარმოები თუ ერტი-ორი რამ წაგიკითხავთ წინად, შემდეგ ხელმოუწერელიც რომ შეგხვდეთ, ადვილად იცნობთ, ვის კალამსაც ეკუთვნის.
ამ განსაკუთრებულს დაღს რა ასვამს ნაწარმოებს და რა ჰხდის მას ადვილსაცნობლად?
ეს გახლავთ “ენა”, რაშიაც უხილავად ჩაქსოვილია მთელი მისი სულიერი სიცოცხლე, ავლადიდება. ფესვები მწერლის ენისა, სტილისა, აქ არის ჩაწმახნული. მწერალს უნდა ჰქონდეს საკუთარი ფრაზეოლოგია, საკუთარი სურათები, თუნდაც ისინი სხვის სურათებს ჰგავდეს, მაინცდამაინც თავისებურად უნდა იყოს გამოთქმული. მაშასადამე, ორიგინალობა უნდა ეტყობოდეს, ბეჭედი თავისებურობისა უნდა ესვას.
ეს, ვსთქვათ, გარეგანი ნიშნებია მწერლის ნიჭისა, ხოლო შინაგანი ღირსება ისაა, თუ რა მოვლენანი გაუხდია მას თავის მწერლობის საგნად და რა ღირებულებისაა ეს მოვლენანი, რამდენად დამოკიდებულია ამ მოვლენებზე ბედი და უბედურობა, სიავე და სიკეთე ადამიანთა სიცოცხლისა, ცხოვრებისა, - და რამდენად ცხოვლად, ნათლად, მკაფიოდ, ძლიერად გვიხატავს ამ მოვლენათ, რამდენად გვიტაცებს, გვიმორჩილებს მისი ნაწარმოები, - ჩვენზე რამდენად ძლიერად მოქმედობს. ყოველი ეს კი დამოკიდებულია იმაზე, თუ მწერალი რამდენად ღრმადაა ჩახედული ცხოვრებაში, რამდენად ესმის საჭირბოროტო კითხვები ამ ცხოვრებისა და რამდენად ძლიერად იგრძნო მათი მავნებლობა, თუ სარგებლობა.
დიაღ, სარგებლობა დამავნებლობა...
ნუ გგონიათ, რომ ამას ანგარიშს არ უწევდეს პოეტი.
თუ სხვაში ყველაფერში, დაბდური, უანგარიშო, დაუდევარია, ამ სემთხვევაში უაღრესად ანგარიშიანობას იცენს, - იგი ადამიანტა ცხოვრების დარაჯია.
გენიოსების ნაწარმოები რომ განსჭვრიტოთ ამ თვალსაზრისით იქ უფრო ცხადად შეჰნიშნავთ ამას; ესაა მათი დამახასიატებელი, ესაა რრმა, წამალდაუდებელი, მოურჩენელი წყლული იმათის გულისა. ცხოვრების და ბუნების გარეშე წარმოუდგენელია მწერალი, როგორც ყოველი სულიერი და უსულო არსება; წარმოუდგენელია ნიჭიერი მწერალი, გენიოსი, უიმისოდ, რომ იმას არ აწუხებდეს ტკივილი ადამიანთა ცხოვრებისა.
თუ ამას მოკლებულია, იქ ნიჭს რა ესაქმების? იგი მაშინ მკვდარი, არარაობაა.
შეიძლება გენიოსების ნაწარმოებში ეს ადამიანთა ცხოვრების ტკივილები მკითხველს თვალში არ ეჩხირებოდეს, როგორც რეკლამა, მაგრამ, აბა, მოჩიჩქნეთ, ღრმად მოუთხარეთ, ჩაიხედეთ კარგად, რაოდენ ცრემლის ზღვას დაინახავთ, ადამიანთა უბედურებისა გამო დანთხეულს!
რამდენადაც დიდი ნიჭის პატრონია მწერალი, მით უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული ცხოვრებასთან, მის მწვავე საკითხებთან.
გენიოსი სდუღს, იხარშება ამ წუთისოფლის გაჩაღებულ ქურასი და იმავე დროს ეს წუთისოფელიც სდურს და ნახევრად მოხარშულიცაა იმის გულში.
გენიოსს არ შეუძლიან იგრძნოს ეს ცხოვრება ნახევრად, მესამედად ან მეოთხედად, არამედ ჰგრძნობს მთლად, ერთობლივ; არ შეუძლიან აგრეტვე იგრძნოს დაბალი, მცირე ღირებულების საკითხები, რომლებიც დაახლოებულნი არ არიან კაცობრიობის ცხოვრების ღერძთან.
გენიოსთა ნაწარმოები ეროვნულ ნიადაგზე და ხშირად ეტნოგრაფიულზეა აღმოცენებული, მაშასადამე – კერძო თვისებისა ზოგადი, საკაცობრიო ხდება და ერთნაირად საყვარელია ყველა ადამიანისათვის, რომელ ეროვნებასაც უნდა ეკუთვნოდეს იგი...
ნიჭიერი მწერალი ექიმია ცხოვრებისა და, თუ მწერალთა შორის სხვადასხვაობა იბადება, სხვადასხვა წამლის მიწვდა სნეულისათვის, ეგ ნიჭის და ინდივიდუალობის ბრალია.
ნიჭიერ მწერალთა ნაწარმოებს სამი უმთავრესი მიმართულება ეტყობა, თუ კარგად დავუკვირდებით:
პირველი ის, რომ ჩვენ მონანი ვართ ცხოვრების პიროვნებისა, უძლურნი ვართ მის წინაშე, - არ არსებობს თავისუფალი ჩვენი ნება, - ყოველი უბედურება ჩვენს თავს: უსამართლობა, უზნეობა, სიღარიბე, ყოველგვარი ცდომილება ამ პირობების ბრალია.
მეორე მიმართულება გვიკარნახებს, რომ აქ ცხოვრების პირობები არაფერ შუაშია და, თუ ჩვენ, საზოგადოების წევრნი, პირადად არ გავუკეთესდებით, ათასი კარგი პირობებიც რომ შევქმნათ, მაინც არაფრად ვევარგებით, უბედურები ვიქნებიტ, მაინც უსამართლობას, საწყლობას, უსწორმასწორობას თავიდან ვერ ავიცილებთო.
მესამე მიმართულება, აერთებს რა პირველ ორ მიმართულებას, ე. ი. ცხოვრების პირობათა ძლიერებას იღებს მხედველობაში, პიროვნებათა, ინდივიდთა გაუმჯობესებას მეტს ღირებულებას, მეტს მნიშვნელობას აძლევს.
აი სასწორი და საზომი, რომლითაც მწერალნი ჰზომენ და სწონენ ცხოვრების მოვლენათა.
აღზრდისა, პირველ სიყმაწვილის შთაბეჭდილებათა ბრალია, რომ ზოგი პოეტი საგმირო მოვლენათ დაჰმღერის, მეორე ბუნებას, მესამეს თავის საგნად მდაბიო ხალხის ცხოვრება გაუხდია და სხვ.
აქედან წარმოსდგება ტვისება, მიმართულება ნიჭისა, ხოლო სიღრმე აზრისა და გრძნობისა ნიჭის ძლიერებაზე, მის განვითარებაზეა დამოკიდებული.
ერთსა და იმავე საგანზე, თემაზე, ყველა პოეტი ერთსა და იმავე ღირსების თხზულებას ვერ დასწერს და ეს შეიძლება მოხდეს იმის გამო, რომ საგანი მისის ნიჭის, შემოქმედების საზღვრების გარეშეა, არ შეესაბამება მის ნიჭსა და, თუ შეესაბამება, სუსტი ნაწარმოების დამწერი სუსტის ნიჭის პატრონად უნდა ვაღიაროთ.
ახალგაზრდა ნიჭს, რომელსაც ჯერ გზა ვერ გაუკვლევია, ბნელში ხელებს აფათურებს, ტირილზე ტირის, სიცილზე იცინის, ხოლო არ იცის, ვერ ჰხედავს ტირილი მგლისაა, თუ ცხვრისა, სიცილი კეთილ ადამიანებისაა, თუ ავაზაკთა, ხშირად მისდევს მოდას, ბრბოს, დროების გემოვნებას, ჰღალატობს თავის ნიჭს, იმ ფესვებს, რომლებზედაც აღმოცენდა მისი ნიჭი და შემოქმედება.
ამ შემთხვევაში მას დახმარება კრიტიკამ უნდა გაუწიოს, დააყენოს შესაფერ გზაზე.
დიდი საქმეა მწერლისათვის, სცნობდეს იგი თავის ფესვებს; დიდი საქმეა მცენარისათვის, ერთს ალაგას იდგეს და მის ფესვებს არავინ სჩიჩქნიდეს და ერთი ადგილიდან მეორეზე და მესამეზე არ გადაჰქონდეთ, ხოლო ფესვები მწერლისა მის სიყრმის დროის სიცოცხლეშია გართხმული. იქ, სწორედ იმ მომენტიდან იწყება ამ ფესვების ზრდა, როცა პირველად მწერლის ნიჭი გაიღვიძებს, ცხოვრების, ბუნების შთაბეჭდილებათა წყალობით, როცა ის ან “ვაის” წარმოთქვამს, ან “უის”...
სიყმაწვილის შთაბეჭდილებანი უკვდავია ადამიანის გულში საერთოდ, მით უმეტეს ნიჭიერი ადამიანისა, და ნიჭის სათავე და დასაწყისიც სწორედ იქ არის. პირველად პატარა ყლორტი ამოვა და, ტუ არაფერმა სეუშალა ხელი, თანდათან ზრდას იწყებს და დიდი ხედ გადაიზრდება. ასე სწარმოებს ნიჭის განვითარებაც.
ეს სიყმაწვილის შთაბეჭდილებანი ასმევენ პოეტს შემოქმედების ნექტარს. დარწმუნდით, რომ სიყმაწვილის შთაბეჭდილებათა ბრალია, რომ შექსპირებმა და რუსთაველებმა გაგვაგონეს ხმები “გულისა გასაგმირანი”.
დიდად საჭიროა მწერლისათვის პატრიოტიზმი, თავის ენის და ერის სიყვარული.
როგორ შეიძლებოდა, თქვენვე იფიქრეთ, რუსთაველს მონგოლურად ან არაბულად ეფიქრა, ეგრძნო და ისე დაეწერა “ვეფხისტყაოსანი?”
ან დიდი მცოდნეც რომ ყოფილიყო მონგოლურის და არაბულის ენებისა და იმათ ენაზე დაეწერა თავის უკვდავი ნაწარმოები, ის იქნებოდა, რასაც დღეს ვხედავთ? არც მესამედი!
პოეტისათვის ისევ საწიროა უყვარდეს ტავიოსი ერი და ამ სიყვარულს იმდენივე მნიშვნელობა აქვს მისთვის, რამდენიც ორთქმავლისათვის ორთქლსა, როგორც უორთქლოდ მანქანა არ დაიძვრის, ისე პოეტის შემოქმედება დუნეა, თუ იგი ამ სიყვარულმა არ აამოძრავა, აღშფოთება არ შთაბერა მას.
დედა-ენა, მისი სიტყვების აკინძვა, მისი მიმოხვრა ერთნაირი ამამოძრავებელი ძალაა და ზეშთაბერვა, პოეტის აღმაფრთოვანებელი მუსიკა, მისთვის ძალ-ღონის მიმცემი თვით წერის დროს, მეორე მუზაა. თუ პირველი მარცხნივ უდგა და აზრს უკარნახებს, მეორე მარჯვენას უმშვენებს და ნაწარმოების ფორმას აძლევს.
წინდაწინვე განსაზღვრა ფორმის ნამდვილი პოეტისათვის ყოვლად შეუძლებელია, ფორმა უნდა მოჰყვეს თვით ნაგრძნობს და ნააზრევს. ნამდვილად ნაგრძნობს საგანს და ნაწარმოებს თან მოჰყვება ფორმა. როცა კი მწერალი კალამს ხელს მოჰკიდებს და ფორმის წინასწარ პლანის შედგენას, ძალდატანებას თვით შეუდგება, ნაწარმოების სისუსტის მომასწავებელია.
მკითხველი მხოლოდ მაშინ წამოიძახებს პოეტის ნაწარმოებზე: ”რა კარგია, რა მშვენიერებააო”, როცა სურათი, რომელიც მან დახატა, ისეთს სულიერს ტკივილებს აგრძნობინებდა მწერალს, როგორც ფოზიკური ტკივილი გულისა, თავისა, მთელის სხეულისა. ეს კი მოხდება მაშინ, როცა გულში მოხარშული სურათი ჩუმად მუჯლუგუნებსა სცემს პოეტს: “ჩქარა, ქაღალდი და კალამი, დამხატე, გააცანი ჩემი თავი ადამიანთაო”. სურათის ქმნა პოეტის გულ-გონებაში მშობელ ენაზე სწარმოებს, ჩუმად, ყრუდ...
პოეტები თუ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მიმართულებით, წერის საგანთა შერჩევით, ბევრშიაც ჰგვანან ერთიმეორეს: უყვართ სილამაზე, რომელსაც უსატუოდ ქალის სახიტ წარმოიდგენენ, - ბუნება, გმირობა, თავდადება, ხასიათის სიმტკიცე, საზოგადოდ ალტრუისტული მისწრაფებანი, და სძულთ ძალმომრეობა, ადამიანისა ადამიანის მიერ დაჩაგვრა, მონობა და ზნეობრივად დაცემა საერთოდ.
ვინ არის ნიჭიერი მწერალი?
ვისაც დიდად უყვარს ადამიანი, დიდად მოწაქდინებულია გააბედნიეროს იგი, ვისაც დიდად უყვარს ცხოვრება და ანიაზება მისი გაუკეთესება, ამისათვის საჭიროა დიდი გრძნობა, დიდი ცოდნა ადამიანის სულისა და მისი ცხოვრებისა.
იგია ნიჭიერი მწერალი, ვიონც, რასაც თავად ჰგრძნობს და ჰფიქრობს, აქვს უნარი სხვასაც ისე აგრძნობინოს და აფიქრებინოს, ვისშიაც ძლიერად სჩქფს ეროვნული სისხლი, ვინაიდან ეს უმთავრესი ფესვია იმის შემოქმედებისა; ეს, როგორც ქარტველი ერი ამბობს, “ალალი რძეა დედისა”, და, ნუ ჰგონია ვისმე, - უამისოდ ნაყოფი გამოიღოს მისმა ნიჭმა.
ვინ არის ნიჭიერი მწერალი?
ვისი ნაწარმოებიც, რამდენჯერაც უნდა წაიკითხო, მით კიდევ მადას გიღვიძებს ახლად წაკითვისას. მაშასადამე, ნაწარმოებში უნდა იყოს ჩაქსოვილი უკვდავი ჭეშმარიტერბა, სამარადისო მშვენიერება...
ვინ არის ნიჭიერი მწერალი?
ვისაც სიცილიც ნამდვილი ბუნებრივი, მართალი სიცილია და ვისი ტირილიც, ცრემლი, ნამდვილი ცრემლია და არა რაღაც წყალწყალა სითხე, - ვისაც, როცა უკანასკნელი წამი დაhკრავს და სამარეში ჩაეშვება მწერლის გვამი, ცანგი თან ლოცვა-კურთხევას ჩააყოლებს და არა სამდურავსაც.
ყალბი იყავ და ყალბად მაჯღერებდიო!

1910 წ.

??????