განდეგილი (დომინიკა ერისთავი)
გაზიარება

ამოდის მთვარე 

ამოდის მთვარე,
პირ-მომცინარე,
გულ-მკერდს უქარგავს შავ-ბნელ ქვეყანას,
და მთის აჩრდილი,
ვით პირმშო შვილი,
ეალერსება ბუნების ნანას.
ჰა, ამოგორდა,
მთებს ამოშორდა,
ცეცხლის ბორბალებრ ამაღლდა ცაზე,
და მაშვრალთ ბინა
ნათლით მოჰფინა,
გაიათკეცა თვისი სინაზე.
აგერ ნიავმა,
მოუსვენარმა,
მუშაკს რაღაცა წაუჩურჩულა...
ფრთა-ფრთას შემოჰკრა.
და მისი ოხვრა
მნათობს უამბო... უმოციქულა
გასცურდა მთვარე,
შუქ-მომფინარე,
უეცრად ღრუბელს ამოეფარა,
აცრემლდა ზეცა...
მიწას დაეცა
ნამი ღვთიური, წმინდა, ანკარა...

??????