განდეგილი (დომინიკა ერისთავი)
გაზიარება

რას ვაქნევ მეფეთ მეფობას 

რას ვაქნევ მეფეთ მეფობას,
ზღვათა და ხმელთა ფლობასა,
ოქროთ ნაგებსა პალატსა,
ბჭეთა ლალ-ალმასობასა,
სპათა განგებას, გმირობას,
სეფობა-დარბაზობასა,
გულს _ ლომის მსგავსსა და მკლავთა
ვეფხისებრ კისკასობასა;
მზეთა-მზეობას, მსოფლიოს
სხივ-ნათლით ლამაზობასა,
ენას _ თერიაყ-სამსალას,
სიტყვათა მუსიკობასა,
ჰაეროვნებას ცისკრისას,
ცისა და ქვეყნის ტრფობასა _
თუ ვერ-რა დამხსნის, კეკლუცო,
შენგან გულს ლახვარ-სობასა!..

??????