Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

მაჩხანელი დიმიტრი
გაზიარება

ნაწყვეტები 

... ნუ მეტრფი ქალწულს, 
ჭაბუკო

ნუ მეტრფი ქალწულს, ჭაბუკო,
ნუ ამბობ: შემიყვარეო;
ჯერ მიჩვენე რამ გმირობა,
ქვეყანა ანეტარეო,
დაჩაგრულ მოძმეთ უშველე,
სიცოცხლე გაიმწარეო
და მერე ჩემი მშვენება
მალამოდ მოიხმარეო.


ნუ ჰგმინავ, ლომო, ტყვედ-ქმნილო,
ნუ გაგტეხია გულია,
აღზდეგ გასწორდი წელშია,
ვით ალვა ედემს რგულია,
დალეწე მტრისა ბორკილი,
დუშმანს გაუფთხე სულია
და დაიბრუნე დიდება,
ღალატით დაკარგულია.

ნუ იამაყებ, თუნდ იყო
ცხრა-თავა ბაყბაყ დევია,
ნუ იტყვი: ის რას დამაკლებს,
მე ვარო მძლეთა-მძლევია!
გახსოვდეს: კოვზსა პაწიას
დიდი ზღვა დაულევია,
“ალვის ხე, ცამდის ასული
ჭინჭველას წაუქცევია”!

??????